ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი

ორგანიზაციის შესახებ

ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი შეიქმნა 2017 წელს ბიზნესის ექსპერტების და კონსულტანტების მიერ  და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, მეწარმეებმა შეძლონ მიზანდასახულად გააძლიერონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესები.

პროექტები

2018-2019 წელს ჩვენს მიერ განხორცილებული იქნა 2 პროექტი:

 

  • „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში პროექტი „DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება იმერეთის რეგიონის მოქალაქეებში“
  • „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივის“ (FASSI) ფარგლებში სემინარების ჩატარება იმერეთის რეგიონში თემაზე „სურსათის ეტიკეტირება, რეგულაციის ახალი მოთხოვნები ეტიკეტისადმი“

სერვისები

ბინზესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი მცირე და საშუალო ბიზნესებს თავაზობს შემდეგ მომსახურებებს

  • ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება
  • საწარმოს ფინანსური ანალიზის ჩატარება და ფინანსური მოდელის შემუშავება
  • სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების, ფერმერების და აგრობიზნესის რჩევები ექსტენციის და ბიზნესის განვითარების საკითხებში
  • პროდუქციის და სერვისის განვითარება და მარკეტინგი
  • საინვესტიციო ანალიზი და საინვესტიციო პროექტის მომზადება
  • მარკეტინგული ბიზნეს ინფორმაციის მოძიება
  • პარტნიორის მოძიებაში დახმარება
  • საექსპორტო პოტენციალის შეფასება და ექსპორტის დაგეგმვაში დახმარება
  • საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია
  • ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა და მართვა
  • HACCP-ის და GLOBAL GAP-ის სერტიფიცირების შესახებ კონსულტირება

ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი ასევე უზრუნველყოფს საწარმოს საჭიროებებზე მორგებული ტრეინინგის ჩატარებას მენეჯერებისათვის მარკეტინგსა და ფინანსურ მენეჯმენტში

ბიზნესის ხელშემყობი ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ:

  • აგრობიზნესები: ფერმერული მეურნეობები, აგროგადამამუშავებელი საწარმოები, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები
  • მომსახურების სფეროს ბიზნესები: საზკვების ობიექტები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები
  • ტურიზმის სფეროს ბიზნესები: საოჯახო სასტუმროები, ტურიზმის მომსახურების ფირმები
  • საწარმოები: სამეურნეო პროდუქციის, მოწყობილობების დამამზადებელი ფირმები

სიახლეები

კონტაქტი

ელ-ფოსტა: bsc.kutaisi@yahoo.com

ტელეფონი:  591 64 10 10,

ქუთაისი, ნიკეა I, სახლი 5/30